რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "ყირიმში საბრძოლო მასალის აფეთქების მიზეზი დივერსია იყო"
16/08/2022 11:02:00 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის ჯანკოის რაიონში მდებარე სამხედრო საცავში საბრძოლო მასალის აფეთქება დივერსიის გამო მოხდა.
„16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი ჯანკოის დასახლებასთან. შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა. დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები ტარდება. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები: ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები, რკინიგზის ლიანდაგები და საცხოვრებელი სახლები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აფეთქება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ რეგიონში, რუსული სამხედრო ნაწილში დღეს გამთენიისას მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში რუსების მიერ კონტროლირებულ საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს აფეთქება მოხდა. დასავლური და უკრაინული მედიის ცნობით, იერიში უკრაიანმა განახორციელა.


