Accentnews.ge
ქობულეთის მერობის ყოფილი კანდიდატი: "ორ საათში ვიქნებით ჩაქვში, ეს ბოროტების სიმბოლო მოიგლიჯება, წინ არავინ დაგვიდგეს!"

ქობულეთის მერობის ყოფილი კანდიდატი: "ორ საათში ვიქნებით ჩაქვში, ეს ბოროტების სიმბოლო მოიგლიჯება, წინ არავინ დაგვიდგეს!"

16/08/2022 08:59:16 საზოგადოება

ქობულეთის მერობის ყოფილი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში რუსული დროშის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, ჩაქვში ფრიალებს.

როგორც ენმ–ის წევრი ამბობს, თანამოაზრეებთან ერთად მიდის ჩაქვში რუსეთის დროშის ჩამოსახსნელად.

“დაახლოებით ორ საათში ან უფრო ადრე ვიქნებით ჩაქვში! ეს ბოროტების სიმბოლო მოიგლიჯება! ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია ეს მარაზმი! ძალოვანი სტრუქტურები კი საერთოდ! კანონსაც ვერ აღასრულებთ?! გაფრთხილებთ : წინ არავინ დაგვიდგეს!”, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S