"ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი შესაძლოა, გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის"
16/08/2022 08:41:31 მსოფლიო
უკრანის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი ბევრ ქვეყანაზე მოახდენს უარყოფით ზეგავლენას.
"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი შესაძლოა, გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე", აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, თუ ახლა მსოფლიო არ გამოიჩენს საკმარის ძალასა და მონდომებას, დაიცვას ერთი ატომური ელექტროსადგური, ეს ნიშნავს, რომ ის წააგებს, წააგებს ტერორისტებთან და დაემორჩილება ბირთვულ შანტაჟს.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება.
შეგახსნებეტ, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსებს აქვთ დაკავებული


