რუსეთმა თურქეთს С-400-ების მეორე პარტია მიაწოდა
16/08/2022 08:14:11 მსოფლიო
მოსკოვმა თურქეთს საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-400-ის მეორე პარტია მიჰყიდა და უკვე მუშაობს კონტრაქტის რეალიზებაზე, - განაცხადა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსმა დიმიტრი შუგაევმა.
ჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, როდის გაფორმდა კონტრაქტი, თუმცა დააზუსტა, რომ გარიგება თურქეთში წარმოების ნაწილობრივ ლოკალიზებას ითვალისწინებს.
"რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ასახვა ჰპოვა ურთიერთქმედების ზოგიერთ ასპექტზე, თუმცა თურქეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გრძელდება" - დასძინა მან.
მოსკოვმა და ანკარამ С-400 კომპლექსების მიწოდების შესახებ კონტრაქტი 2017 წელს გააფორმეს. თურქეთი ნატო-ს წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს სისტემები შეისყიდა. ამან აშშ-ის მხრიდან სანქციები გამოიწვია: ვაშინგტონში თვლიან, რომ კომპლექსების შეძენა ნატო-ს წევრის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის: С-400 "ტრიუმფი" საშუალო და დიდი სიშორის სარაკეტო სისტემაა, რომელიც 2007 წლიდანაა შეიარაღებაში. თურქეთის გარდა, რუსეთმა იგი ჩინეთსა და ინდოეთს მიაწოდა.


