პოდოლიაკი – ყირიმში მორიგ აფეთქებაზე: "დემილიტარიზაცია ამოქმედებულია"
16/08/2022 08:11:19 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ოკუპირებულ ყირიმში მომხდარ მორიგ აფეთქებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "დემილიტარიზაცია ამოქმედებულია".
"ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. შეგახსენებთ: ნორმალური ქვეყნის ყირიმი დაკავშირებულია შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან. დემილიტარიზაცია ამოქმედებულია", – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული, ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს რუსული სამხედრო ნაწილი იწვის.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში რუსების მიერ კონტროლირებულ საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს აფეთქება მოხდა. დასავლური და უკრაინული მედიის ცნობით, იერიში უკრაიანმა განახორციელა.


