რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
16/08/2022 07:43:24 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ "ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება".
„ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მასალის დროებითი შესანახ ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც საბრძოლო მასალა აფეთქდა. სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული, ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს რუსული სამხედრო ნაწილი იწვის.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში რუსების მიერ კონტროლირებულ საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს აფეთქება მოხდა. დასავლური და უკრაინული მედიის ცნობით, იერიში უკრაიანმა განახორციელა.


