მედია - ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის
16/08/2022 06:31:42 მსოფლიო
დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეს მახლობლად მდებარე რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარია, - იუწყება უკრაინული მედია ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვზე დაყრდნობით.
"მოხსენება დროებით ოკუპირებული ყირიმიდან: წარმატებული დარტყმა ორკების სამხედრო ნაწილზე ჯანკოის რაიონის სოფელ ქალაიში (ახლანდელი აზოვი)", - აცხადებს ჩუბაროვი.
აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი ადმინისტრაცია. უწყების ცნობით, სოფელ მაისკოეს მცხოვრებთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე გაემგზავრა ანექსირებული ნახევარკუნძულის სეპარატისტული ხლისუფლების ერთ-ერთი მეთაური სერგეი აქსიონოვი.


