Accentnews.ge
უკრაინის გენერალური შტაბი - შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი სამი რუსული გემი იმყოფება

უკრაინის გენერალური შტაბი - შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი სამი რუსული გემი იმყოფება

16/08/2022 06:01:14 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი მაღალი სიზუსტის "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი სამი რუსული ხომალდი.

"შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ოპერატიულ ზონებში მტრის საზღვაო დაჯგუფების მთავარი ძალისხმევა მიმართულია დაზვერვის ჩატარებაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გადაზიდვების დაბლოკვასა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის ელემენტების დარტყმის განხორციელებაზე", - აცხადებენ გენშტაბში.

მისი ცნობით, არსებობს სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე ბელორუსის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან, სადაც გრძელდება ზომები ადგილობრივი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც დაახლოებით 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, რუსეთის ჯარები ცდილობდნენ ტაქტიკური უპირატესობის მიღწევას რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ ხარკოვში, სლავიანსკში, კრამატორსკში, ბახმუტში, ავდიივკაში, ნოვოპავლოვსკსა და ზაპორიჟიეში, მაგრამ მათ ამაში ხელი შეუშალა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S