Accentnews.ge
დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

15/08/2022 19:15:19 მსოფლიო

აშშ-ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის რუდი ჯულიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.

კერძოდ, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, დაარღვიეს თუ არა კანონი დონალდ ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა, როდესაც ცდილობდნენ, ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგები შეეცვალათ.

ტრამპის ყოფილი ადვოკატი სასამართლოში ჩვენების მისაცემად უკვე დაიბარეს.

გამოძიება დაინტერესებულია დონალდ ტრამპისა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრით, სადაც ტრამპი ითხოვდა, რომ ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგები მის სასარგებლოდ შეცვლილიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S