შოლცი – რუსეთის მოქალაქეებზე: "ჩვენმა გადაწყვეტილებებმა არ უნდა გაართულოს რუსეთის დიქტატურისგან თავის დაღწევა"
15/08/2022 19:11:59 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსი ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლელი ლიდერების გადაწყვეტილებებმა "არ უნდა გაართულოს რუსეთის დიქტატურისგან თავის დაღწევა". ამის შესახებ მან ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
”ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი რუსეთის რეჟიმს არ ეთანხმებიან. ჩვენმა გადაწყვეტილებებმა არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება და რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა", - განაცხადა შოლცმა.
საპირისპიროს ამბობს ფინეთის პრემიერ–მინისტრი სანა მარინი. მისი თქმით, რუს ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა უნდა აეკრძალოთ, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ფასი მათაც გადაიხადონ.


