Bloomberg – გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება
15/08/2022 18:27:55 მსოფლიო
გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება, – იუწყება Bloomberg.
მისი ცნობით, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, გერმანიაში ძლიერი გვალვაა, რაც ინფრასტრუქტურის დამატებით დატვირთვას იწვევს.
როგორც გამოცემა იტყობინება, მომავალი წლიდან გერმანიაში მეგავატ-საათის ელექტროენერგიის ღირებულება 477,5 ევრო იქნება. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით, თითქმის ექვსჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში გერმანიაში დენის ტარიფი თითქმის გაორმაგდა.


