ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა
15/08/2022 13:12:58 ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 8, ევროსთან კი 6 თეთრით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7877 ლარი ეღირება, ევრო – 2.8426 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3636 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7089 ლარი ღირდა, ევრო – 2.7880 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2829 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 აგვისტოსთვის ამოქმედდება.


