Accentnews.ge
თბილისში კვლავ გამოჩნდა პლაკატები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახეებით

თბილისში კვლავ გამოჩნდა პლაკატები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახეებით

15/08/2022 12:29:26 საზოგადოება

თბილისში კვლავ გამოჩნდა პლაკატები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახეებით.

პლაკატებზე, რომელზეც წერია „უკვე მოკლეს; უკვე გაძარცვეს; უკვე გაანადგურეს“, რამდენიმე მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსია გამოსახული. ესენია: დავით კეზერაშვილი; დიმიტრი შაშკინი ; მიხეილ სააკაშვილი; ლევან ხაბეიშვილი; ბაჩო ახალაია; ლაშა ფარულავა [აქტივისტი].

"მომიკლავს, გამიძარცვავს, გამინადგურებია დრამატურგიულად ცოტა სუსტია .... სისხლის წვეთები და ეშვები მაკლია ... სრულიად დედაქალაქი გადააჭრელეს, რომ ხაბეიშვილი მკვლელიაო - ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა ამბავია. ივანიშვილი ყოფს, ხლეჩს და მას არ შეუძლია ქვეყნის გაერთიანება. ასეთი აბსურდებით და ბოდვებით ცდილობს ადამიანებზე ზემოქმედებას. ჩვენ სამშობლოს სჭირდება ერთობა და რეალური საქმე", – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ოპოზიციის საწინააღმდეგო “სისხლიანი ბანერები” თბილისში პერიოდულად, ძირითადად საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას ჩნდება ხოლმე. ბოლოს თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა. სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებდა, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S