„ენერგოატომი" – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა
15/08/2022 12:19:12 მსოფლიო
უკრაინული „ენერგოატომის" განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა.
„სროლის შედეგად სერიოზულად არის დაზიანებული აზოტ-ჟანგბადი სადგური, კომბინირებული დამხმარე კორპუსი, კანალიზაციის სატუმბი სადგური. დაზიანდა ასევე ღია გამანაწილებელი, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახანძრო განყოფილებას, რომელიც სადგურის გარე პერიმეტრზე მდებარეობს. რჩება წყალბადის გაჟონვისა და რადიაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საფრთხე“, – ნათქვამია „ენერგოატომის“ განცხდებაში.
მისი ცნობით, დაზიანებულია რადიაციული დაბინძურების მონიტორინგის სენსორებიც.
უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, აიძულოს რუსეთს გავიდეს მათ მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან.


