Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი: "საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს"

ფინანსთა მინისტრი: "საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს"

15/08/2022 11:45:55 ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

მისი თქმით, ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რაც დღეს ქვეყანაშია.

"ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვრავს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მზარდი მაჩვენებელი, ფულადი შემოდინებების მზარდი მაჩვენებელიც, რათა საშუალოვადიან პერიოდში ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. ბუნებრივია, ყოველდღიური მონაცემებიდან გამომდინარე შესაძლებელია მერყეობის ხასიათი იყოს, თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური, ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ძალიან რთულია ყოველდღიურად ლარის ცვლილებაზე კომენტარი. ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება. საშუალოვადიან პერიოდში ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას“,- აღნიშნავს ხუციშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S