Accentnews.ge
ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი „მთავარ არხს“ ტოვებს

ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი „მთავარ არხს“ ტოვებს

15/08/2022 11:41:08 საზოგადოება

ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ტოვებს. ამის შესახბ იგი სოციალურ ქსელში წერს.

„ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი. მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის "ბაღო", ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და, რა თქმა უნდა, #თავისუფლებანიკას !!!“ , - წერს თამარ ბაღაშვილი.

ჟურნალისტისა და არხის ერთ-ერთი სახის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია ღიად ჯერ არ გამოუხატავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას. თამარ ბაღაშვილი წლების განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი იყო. არხიდან წასვლის შემდეგ, ის ჟურნალისტთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც ნიკა გვარამიასთან ერთად "მთავარი არხი" დააარსეს.

"მთავარ არხს" უკანასკნელ პერიოდში პრობლემები შეექმნა, ერთი მხრივ, ფინანსური თვალსაზრისით, რაც გარკვეულწილად განპირობებული იყო საკანონმდებლო ცვლილებით, რის შედეგადაც ტელევიზიებს აეკრძალათ აზარტული თამაშების რეკლამის გაშვება. ამის შემდეგ "მთავარი არხის" ფინანსური შემოსავლები 19 %-ით შემცირდა.

პატიმრობაში იმყოფება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S