Accentnews.ge
ზელენსკიმ კიევის, ლვოვისა და ტერნოპოლის რეგიონებში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ კიევის, ლვოვისა და ტერნოპოლის რეგიონებში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

15/08/2022 11:22:20 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისა და კიევის ოლქის, ასევე ტერნოპოლისა და ლვოვის ოლქების უსაფრთხოების სამსახურების (SBU) ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულების მიხედვით, გათავისუფლებულია არტემ ბონდარენკო [ლვოვის რეგიონში]; სერჰი ზაიატსი [კიევისა და კიევის რეგიონი] და იური ბორეიჩუკი [ტერნოპოლი].

ამავდროულად, პრეზიდენტის ბრძანებით ბონდარენკო დაინიშნა SBU-ს მთავარი დირექტორატის უფროსად კიევსა და კიევის რეგიონში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S