Accentnews.ge
პრემიერი – საქართველოს მთავრობა რთველის 150 მილიონი ლარის სუბსიდირებას განახორციელებს

პრემიერი – საქართველოს მთავრობა რთველის 150 მილიონი ლარის სუბსიდირებას განახორციელებს

15/08/2022 10:45:01 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2022 წელს რთველის სუბსიდირებას განახორციელებს. მისი თქმით, ჯამურად მთავრობას სუბსიდირება 150 მილიონი ლარი დაუჯდება.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება სულ მცირე 90 თეთრი. არც ერთი კილო ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია, კარგი შეხვედრები გვქონდა. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. წელს ველოდებით რეკორდულ, დაახლოებით 300 000 ტონა მოსავალს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და ყველა გამოწვევის, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება 150 მილიონი ლარი, ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი. ზოგადად, მიჩნეულია, დადასტურებულია, ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევა და ჩვენი მეღვინეების დახმარება. ოთარ შამუგია დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, მეღვინეებს და იდეალურად უნდა იყოს ჩატარებული წლევანდელი რთველი 2022“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S