Accentnews.ge
"თალიბანს" რუსეთისგან ნავთობის შეძენა სურს

"თალიბანს" რუსეთისგან ნავთობის შეძენა სურს

15/08/2022 09:08:41 მსოფლიო

"თალიბანს", რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში ჩაიგდო ხელში, რუსეთისგან ნავთობის შეძენა სურს.

"თალიბანის" მთავრობის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა ნურიდინ აზიზიმ განაცხადა, რომ ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენა ბარტერული გაცვლის გზით სურს. მისი თქმით, ენერგორესურსების სანაცვლოდ, რუსეთს ავღანეთში წარმოებულ რამე პროდუქტს შესთავაზებენ.

საერთაშორისო თანამეგობრობა ლეგიტიმურად არ სცნობს "თალიბანის" მიერ შექმნილ მთავრობას. "თალიბანი" ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ კრემლი რეგულარულად მართავს შეხვედრებს თალიბებთან მოსკოვში.

გაეროს უშიშროების საბჭომ მარტში უყარა კენჭი ავღანეთთან ოფიციალური კავშირის დამყარებას. მიღებულ რეზოლუციაში, რომელშიც "თალიბანი" არ არის მოხსენიებული, ნათქვამია, რომ ავღანეთში იმუშავებს ერთწლიანი მისია. რუსეთმა კენჭის ყრისას თავი შეიკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S