Accentnews.ge
საქსტატი – მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი 35%-ით გაიზარდა

საქსტატი – მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი 35%-ით გაიზარდა

15/08/2022 09:05:29 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 3,098 მილიონი აშშ დოლარი იყო (36.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7,087 მილიონი დოლარი (34.8%-ით მეტი).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3,988 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S