Accentnews.ge
მედია – ისრაელმა, რომელიც დღემდე თავს იკავებდა სირიაში, რუსული ბაზების სიახლოვეს სამიზნეების დაბომბვისგან, კვირას რუსეთის ბაზებთან სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

მედია – ისრაელმა, რომელიც დღემდე თავს იკავებდა სირიაში, რუსული ბაზების სიახლოვეს სამიზნეების დაბომბვისგან, კვირას რუსეთის ბაზებთან სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

15/08/2022 08:10:55 მსოფლიო

14 აგვისტოს ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, ისრაელის სამიზნე ირანული სამხედრო ობიექტები იყო. კერძოდ, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ირანის რადარის მომსახურე სადგურზე და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე, რომელიც პორტ ტარტუსთან ახლოს მდებარეობს. ამ პორტში რუსეთის ფლოტის მთავარი ბაზაა განლაგებული.

ისრაელის სხვა დარტყმების სამიზნე დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი იყო, სადაც „ჰეზბოლას“ მებრძოლები არიან დისლოცირებულები.

სირიის არმიაში განაცხადეს, რომ დარტყმების შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ბოლო წლებში ისრაელმა არაერთხელ მიიტანა იერიშები სირიაში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებსაც მისი აზრით დაკავშირებულია ირანთან. თუმცა დღემდე ისრაელი თავს იკავებდა რუსული ბაზის სიახლოვეს იერიშების განხორციელებისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S