Accentnews.ge
"მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს"

"მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს"

15/08/2022 08:07:29 საზოგადოება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ "მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს".

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები.

„კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა შეგვიძლია, შევაფასოთ როგორც „მეშვიდე ტალღა“, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა, შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია", – აცხადებს ჩხაიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S