Accentnews.ge
ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

15/08/2022 08:01:55 მსოფლიო

ევროპაში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამ დროისთვის ცეცხლს ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში ებრძვიან.

ხსენებულ ქვეყნებს შორის ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის ესპანეთშია. სარაგოსას მახლობლად მდებარე ქალაქებიდან 1500-მდე ადამიანია ევაკუირებული.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში სამი თვითმფრინავი და ასობით მეხანძრეა ჩართული, თუმცა სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს.

სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში, სადაც რიგი დასახლებებიდან ასევე განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. თუმცა ესპანეთისგან განსხვავებით, ხსენებულ ქვეყნებში მეხანძრეები ცეცხლს უკვე აკონტროლებენ. საფრანგეთში აღნიშნულს ხელის წვიმის მოსვლამ შეუწყო.

მსხვერპლის შესახებ ჯერ–ჯერობით არც ერთ ქვეყანაში იუწყებიან.

"ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემაში" აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ესპანეთი არის ევროპის ერთადერთი ქვეყანა (ამ ეტაპზე), რომელიც ტყის ხანძრების გამო ყველაზე მეტადაა დაზარალებული.

სპეციალისტები ხანძრებს გვალვასა და ექსტრემალურ სიცხეს კავშირებენ, რასაც, მათი თქმით, გლობალური დათბობა იწვევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S