უკრაინა – რუსეთის სამხედრო სარდლობა ხერსონს ტოვებს
15/08/2022 07:42:11 მსოფლიო
ხერსონის რაიონული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლოვესკი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონს ტოვებენ.
მისი თქმით, სამხედრო სარდლობის უმეტესობამ ხერსონი უკვე დატოვა.
როგორც მან აღნიშნა, ანტონოვსკის ხიდი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება დიდი რისკია, თუნდაც ფეხით გადასვლისას.
8 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონში ანტონოვსკის და კახოვსკის ხიდები დაბომბეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, დასავლური შეიარაღების, მათ შორის ამერიკული წარმოების HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების წყალობით, უკრაინული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებენ.


