Accentnews.ge
თურქეთი აშშ–სგან 40 ერთეულ F-16–ს მოელის

თურქეთი აშშ–სგან 40 ერთეულ F-16–ს მოელის

15/08/2022 06:26:08 მსოფლიო

ამერიკული წარმოების F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის დელეგაცია აშშ–ს ეწვევა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, ეს მხარეებს შორის ტექნიკური მოლაპარაკებების რიგით მესამე რაუნდი იქნება.

როგორც თურქული მხარე იუწყება, თურქეთი მოელის რომ აშშ–სგან 40 ერთეულ F-16–ს შეისყიდის. გარიგების ღირებულება 6 მილიარდი დოლარია.

ივნისში მადრიდში NATO–ს სამიტის ფარგლებში აშშ–სა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16–ები თურქეთს. მე ვთქვი ეს დეკემბერში და ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა და ვფიქრობ, ჩვენ ამას მივაღწევთ".

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც, თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემები შეიძინა, აშშ–მა ანკარას ამერიკული წარმობის ავიამოიერიშე F-35-ებისა და F-16-ების მიყიდვაზე უარი განუცხადა.

რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, 1 აგვისტოს 26 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთილმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა.

22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S