პუტინი: "რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებენ"
15/08/2022 06:17:53 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, "რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებენ". ამის შესახებ აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს „კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით“ გაუგზავნა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელ სპექტრს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
პუტინის მტკიცებით, მჭიდრო კავშირები ორივე ქვეყნის ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.


