
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში დაკარგული ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
15/08/2022 05:47:14 საზოგადოება
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს მისი ცნობით, სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს.
ცნობილია, რომ ბ. რ.–ს ძებნაში სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული.
იგი სახლიდან 6 აგვისტოს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მომხდართან დაკავშირებით დანატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.