მედია – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს
15/08/2022 05:39:30 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს, - იუწყება უკრაინული მედია.
ვარაუდობენ, რომ დაბომბვისას შესაძლოა, დაღუპულიყო კრემლთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც „ვაგნერის“ მფლობელად მოიაზრება.
ირკვევა, რომ რუსმა სამხედრო მეთაურმა სერგეი სრედამ ოკუპირებულ დონეცკში არსებული შტაბის ფოტოები საკუთარ ტელეგრამ–არხზე გამოაქვეყნა. მაშინ მან დაწერა, რომ "პოპასნაში მივიდნენ და ვაგნერის შტაბში შეჩერდნენ". მოგვიანებით, მან ეს ფოტოები წაშალა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ლოკაციის დადგენა სწორედ მათი საშუალებით მოახერხეს.


