ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
15/08/2022 05:34:13 მსოფლიო
ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.
შემთხვევა ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ კვირას მოხდა.
მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური მასალების მაღაზიაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა და შენობის ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შესაძლოა, ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ.


