Accentnews.ge
ერევანში ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

ერევანში ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

14/08/2022 15:21:22 მსოფლიო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერევანში სხვადასხვა ობიექტებზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიის ცნობით, ერევნის მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერებულია და ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, რომ კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება ყველა მეტროსადგურში, სავაჭრო ცენტრებში, ყველა ძირითად სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებში, ეკლესიასა და ზოოპარკში ბომბის არსებობის შესახებ.

"მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ევაკუაციის სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მათივე ცნობით, მითითებულ ადგილებზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი. შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც გვერდით მდგომ შენობებზეც გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ხუთი წლის გოგონა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალურად ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა. ის 45 წლამდე მამაკაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S