Accentnews.ge
მდინარე ოდერში ათასობით თევზის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია

მდინარე ოდერში ათასობით თევზის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია

14/08/2022 07:41:42 მსოფლიო

პოლონეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები ცდილობენ, დაადგინონ თევზების მასობრივი დაღუპვის მიზეზი მდინარე ოდერში, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე მიედინება.

BBC-ის ინფორმაციით, გასული თვის ბოლოდან მდინარის ასობით კილომეტრზე ათასობით მკვდარი თევზი გამოჩნდა.

ვარაუდობენ, რომ წყალში ტოქსიკური ნივთიერება მოხვდა, თუმცა ზუსტი ქიმიური ნივთიერება, კვლევების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობი რჩება.

მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოერიდონ მდინარეს..

ორივე ქვეყნის ხელისუფლება აქტივისტებმა დაადანაშაულეს იმაში, რომ ეკოლოგიურ კატასტროფაზე სწრაფი რეაგირება არ მოხდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გარემოსდაცვითი სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

მან განმარტა, რომ პრობლემა თავდაპირველად ითვლებოდა, რომ იყო "ლოკალური" - მაგრამ მოგვიანებით ის აღმოჩნდა "ძალიან დიდი" მასშტაბის.

მისივე თქმით, შესაძლოა მდინარის აღდგენას „წლები ​​დასჭირდეს".

მორავიეცკი ვარაუდობს, რომ "უზარმაზარი რაოდენობით ქიმიური ნარჩენები" იქნა წყალში გადაყრილი.

გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა შტეფი ლემკემ განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S