ბრაჩუკი:”უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს”
14/08/2022 06:10:44 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების სამი ბაზა და სამი საბრძოლო საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ტელეგრამზე ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა დაწერა.
ის აღნიშნავს, რომ დღეს "ურდოს დემილიტარიზაცია“ გაგრძელდა.
"3 ბაზა: კახოვკას რაიონი, ნოვაია კახოვკა, გენიჩესკის რაიონი. ხერსონში საბრძოლო მასალების 3 საწყობი: ნოვაია კახოვკაში, გენიჩესკის რაიონში, ბერისლავსკის რაიონში", - აღნიშნა მან.
ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.


