Accentnews.ge
ერდოღანი:"თურქეთი აძლიერებს პოზიციებს შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე"

ერდოღანი:"თურქეთი აძლიერებს პოზიციებს შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე"

13/08/2022 20:01:38 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი აძლიერებს პოზიციებს შეიარაღებისა და ენერგორესურსების ბაზარზე.

"მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იარაღის იმპორტიორი აღარაა და ჩამოყალიბდა, როგორც იარაღის მთავარი შემქმნელი და მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე" - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა შაბათს [13 აგვისტოს] თურქეთის პროვინცია ჩორუმში ვიზიტისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თურქეთის იმპორტზე დამოკიდებულება ბოლო 21 წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა.

„ჩვენი ძალისხმევა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვის სექტორით. ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. მაშინ, როცა ევროპელები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი მომავალი ზამთრის გამო, თურქეთი დგამს სტრატეგიულ ნაბიჯებს მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მან ყურადღება გაამახვილა შავ და ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის წყლებში საძიებო და ბურღვით საქმიანობაზე.

„მჯერა, რომ საბურღი გემი "აბდულჰამიდ ჰანი", რომელიც ამჟამად საძიებო სამუშაოებს აწარმოებს ხმელთაშუა ზღვაში, არანაკლებ გაგვახარებს, ვიდრე შავ ზღვაში 540 მილიარდი კუბური მეტრის მარაგის მქონე გაზის საბადოს აღმოჩენის ამბავმი" - განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანი დარწმუნებულია, რომ შიდა საბადოებიდან გაზის წყალობით თურქეთი კიდევ უფრო გაძლიერდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S