Accentnews.ge
უკრაინის წარმომადგენელი IAEA-ში:"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამ შესაძლოა, ჩერნობილზე უარესი შედეგები გამოიწვიოს"

უკრაინის წარმომადგენელი IAEA-ში:"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამ შესაძლოა, ჩერნობილზე უარესი შედეგები გამოიწვიოს"

13/08/2022 18:28:15 მსოფლიო

უკრაინის წარმომადგენელი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ევენილ ციმბალიუკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმისგან მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს.

როგორც ციმბალიუკი BBC-თან აცხადებს, "თუ დარტყმები გაგრძელდება და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთქდება, შესაძლოა, ამან ჩერნობილზე უარესი შედეგები გამოიწვევს".

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.

6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S