მონტენეგროში შეირაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია, სულ მცირე, 11 ადამიანი
12/08/2022 19:10:06 მსოფლიო
მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში შეირაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე,11 ადამიანი.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის – ბავშვები. დაჭრილია ერთ-ერთი სამართალდამცველიც.
დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს, კიდევ ერთი ვერსიით კი, მან თავი მოიკლა.
მომხდარის მოტივი და დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


