Accentnews.ge
ზელენსკი რომის პაპთან საუბრის შემდეგ: "ჩვენს ხალხს სჭირდება სულიერი ლიდერების მხარდაჭერა"

ზელენსკი რომის პაპთან საუბრის შემდეგ: "ჩვენს ხალხს სჭირდება სულიერი ლიდერების მხარდაჭერა"

12/08/2022 17:21:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რომის პაპ ფრანცისკესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მან მადლობა გადაუხადა პაპს უკრაინისთვის ლოცვის გამო და აღნიშნა, რომ ქვეყანას სულიერი ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება.

"პაპი ფრანცისკე ინფორმირებულია იმ აგრესიისა და საშინელი დანაშაულების შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენს ხალხს სჭირდება მსოფლიოში მოღვაწე სულიერი ლიდერების მხარდაჭერა, რომლებმაც მსოფლიოს უნდა აცნობონ სიმართლე იმ საშინელებების შესახებ, რასაც აგრესორი სჩადის უკრაინაში“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S