აშშ ევროპაში საჰაერო სადესანტო დივიზია „Screaming Eagles" აგზავნის
12/08/2022 17:01:57 მსოფლიო
ნატო–ს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების მიზნით აშშ რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში საჰაერო სადესანტო დივიზიას აგზავნის, რომელიც "Screaming Eagles"–ის სახელითაა ცნობილი.
"80 წლის შემდეგ 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია, როგორც „Screaming Eagles“, ევროპაში ბრუნდება. თითქმის 2400 ჯარისკაცი განლაგდება რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რათა დაიცვან ნატო–ს აღმოსავლეთი ფლანგი, დაამშვიდონ ჩვენი მოკავშირეები და შეაკავონ ჩვენი მოწინააღმდეგეები", – ნათქვამია ნატო–ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.


