ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს უჭერს
12/08/2022 16:02:42 მსოფლიო
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
„ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვა ეფექტური ზომა იქნებოდა“, - ციტირებს იან ლიპავსკის სააგენტო "ფრანს–პრესი".
მისი თქმით, ამ ამ თემას აგვისტოში პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დააყენებს.
უკანასკნელ კვირებში ევროპაში აქტიურად ისმის მოწოდებები რუსეთის მოქალქეებისვის ვიზების, უპირველეს ყოვლის კი ტურისრული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ. რუსეთის მოქალაქეების თავის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვების აკრძავის გადაწყტილების შესახებ უკვე განაცხადეს ესტონეთმა და ლატვიამ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა.


