უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდება
12/08/2022 15:59:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტები წარუდგინა.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდება და კიდევ 90 დღე - 23 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გაგრძელდება.
საომარი მდგომარეობის პერიოდში 18-დან 60 წლამდე მამრობითი სქესის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
ასევე შეზღუდულია მოქალაქეების, უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების გადაადგილების თავისუფლება.დაწესებულია "კომენდანტის საათი".


