საფრანგეთის პროკურატურამ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
12/08/2022 13:13:25 მსოფლიო
საფრანგეთის პროკურატურამ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას ფულის გათეთრებას ედავებიან.
ჩეხეთის ყოფილმა ლიდერმა არ გაამჟღავნა კომპანიები, რომლებიც მრავალმილიონიანი ფრანგული ქონების შესაძენად გამოიყენა. ფრანგი გამომძიებლები ახლა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, როგორ შეიძინა ბაბიშმა თავისი 14 მილიონი ევროს ქონება მუჟეში, მილიარდერების უბანში.
ბაბიშმა ვილები მონაკოში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით იყიდა, რომელიც ეკუთვნის ოფშორულ სუბიექტს აშშ-ში.


