შოიგუს მოადგილის ქალიშვილებს აშშ-ის მოქალაქეობა აღმოუჩინეს, ხოლო თავად მას - ნახევარი მილიარდის ელიტური ქონება
12/08/2022 11:36:56 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მოადგილის ქალიშვილებს აშშ-ის მოქალაქეობა აღმოუჩინეს, ხოლო თავად მას - ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ელიტური ქონება, - იუწყება Навальный Live.
საუბარია ალექსეი კრივორუჩკოზე.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგების თანახმად, მისი მეუღლე წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა და იქ 2012 წელს პირველი ქალიშვილი ეყოლა, ხოლო 2016 წელს - მეორე. შესაბამისად, ორივეს აშშ-ის მოქალაქეობის მიღების უფლება ენიჭებოდა.
თავად კრივორუჩკო აშშ-ში 26-ჯერ არის ნამყოფი, - იუწყება Навальный Live.


