Accentnews.ge
დასავლეთის ქვეყნები უკრაინას თავდაცვისთვის კიდევ 1.5 მლრდ ევროს გამოუყოფენ

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას თავდაცვისთვის კიდევ 1.5 მლრდ ევროს გამოუყოფენ

12/08/2022 11:18:04 მსოფლიო

რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო საჭიროებებისთვის დამატებით 1.5 მლრდ ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ. ამის შესახებ კოპენჰაგენში 26 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების კონფერენციაზე განაცხადეს.

აღნიშნული თანხა დაიხარჯება უკრაინისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, იარაღის წარმოების გაზრდაზე, უკრანელი სამხედროების მომზადებასა და უკრაინის ტერიტორიების განაღმვაზე.

დასავლელ მოკავშირებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.

„რაც უფრო მალე შევაჩერებთ რუსეთს, მით მალე ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ თავდაცვისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნისთვის პრორიტეტი მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაა. თუმცა მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას არ ჩქარობენ და სხვა ტიპის შეარაღებას გზავნიან.

პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრება გამოხატეს მზაობა უკრაინისთვის საარტილერიო სისტემების, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაფართოებისთვის.

დიდი ბრიტანეთი დამატებით 300 მილიონი ევროს გამოყოფას დაჰპირდა, მათ შორის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისა და მაღალი სიზუსტის M31A1 რაკეტებისთვის, რომლებსაც 80 მილომეტრის მანძილზე სამიზნეების განადგურება შეუძლია.

ერთობლივ განცხადებაში, კონფრენციის მონაწილე ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას კვლავ გააგძელებენ.

კოპენჰაგენის კონფერენციას წინ, აპრილში გერმანიაში, აშშ-ის საჰაერო ბაზაზე გამართული შეხვედრა უძღვოდა, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით, კიევისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების კოორდინირებისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S