Accentnews.ge
დანილოვი: "არსებობს შესაძლებლობა, ოკუპანტებმა გადაწყვიტონ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება"

დანილოვი: "არსებობს შესაძლებლობა, ოკუპანტებმა გადაწყვიტონ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება"

12/08/2022 11:04:33 მსოფლიო

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რეალურია იმის საფრთხე, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქონ, რაც ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევს.

მისი თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა სადგურიდან რუსი სამხედროების გასვლაა.

"ეს სადგური დაიპყრეს შეიარაღებულმა ტერორისტებმა, მათ ტექნიკა მიიტანეს ამ ტერიტორიაზე. თუ ახლა დავიწყებთ მათთან "ურთიერთობის გარკვევას", არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტონ მისი აფეთქება. და ღმერთმა არ ქნას, თუ იქ ბირთვული კატასტროფა მოხდა, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც ჩერნობილში მოხდა, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე... იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში“ -აღნიშნა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა მოსთხოვოს რუს ოკუპანტებს სადგურის ტერიტორიის დატოვება და უკრაინის კონტროლის ქვეშ მოქცევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S