" ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა"
12/08/2022 10:11:36 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსეთის თავდასხმის შედეგად გადამწვარი მარცვლეულის მინდვრების ვიდეოს აქვეყნებს.
დამწვარი მინდვრები უკრაინაში. ეს არის "რუსული სამყაროს" სახე: ნგრევა, სიკვდილი და განადგურება. რუსეთის ყველაზე დიდი სურვილია ევროპა ასე ნახოს. ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა და ჩვენ ბოროტებას გავაბრუნებთ განსაწმენდელში. საჭიროა მხოლოდ ეგზორციზმის იარაღი", – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.


