Accentnews.ge
ლავროვი: „სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს"

ლავროვი: „სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს"

09/10/2019 08:00:47 სხვა, მსოფლიო

რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, „სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს". 

„რეგიონში აშშ–ის ქმედებები  წინააღმდეგობრივია. რუსეთი დამასკოსა და სირიელ ქურთებს მოლაპარაკებების წარმოებისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა ლავროვმა ყაზახეთში ვიზიტისას. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთების შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება. რამდენიმე დღის წინ აშშ–მა სირიიდან საკუთარი ძალების გაყვანა დაიწყო. როგორც დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეს–სამსახურმა განაცხადა, თურქი სამხედროები სირიის ტერიტორიაზე  უმოკლეს დროში შევლენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S