
ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
12/08/2022 10:09:43 საზოგადოება
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 72 წლის მამაკაცი „ოპელის“ მარკის გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებული მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.