Reuters – ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს
12/08/2022 09:21:15 ეკონომიკა
ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს, – იუწყება Reuters
გამოცემის ცნობით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება.
"ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით წლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობი გავიდეს. წელიწადში კიდევ 3.5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის ტრანზიტი შესაძლოა, 2023 წელს დაიწყოს", იუწყება Reuters
ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი შეადგენს მსოფლიო მომარაგების ერთ პროცენტზე მეტს, ანუ დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელს დღეში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ნავთობი მილსადენით იგზავნებოდა რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ბაზარზე წვდომას. ივლისში რუსეთის სასამართლო „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ დახურვით დაიმუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, დადონ კონტრაქტები სხვა სატრანზიტო მარშრუტებთან. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა მიაღწია 14– წლიან მაქსიმუმს და შენარჩუნდა მაქსიმუმზე. ივლისში ბარელზე საშუალოდ 100 დოლარზე მეტი იყო.


