უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა
12/08/2022 09:18:30 მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პარასკევს უკრაინიდან კიდევ 2 სატვირთო გემი გაემგზავრა თურქეთში. გემებით 63 000 ტონაზე მეტი მარცვლეულის გადაზიდვა ხდება.
სამინისტროს ცნობით, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი "Star Laura", რომელსაც გადაჰქონდა 60,150 ტონა სიმინდი, გაემგზავრა უკრაინის პორტი იუჟნედან ირანში. ხოლო ბელიზის დროში ქვეშ მცურავი " Sormovskiy" 3,050 ტონა სიმინდით, ჩორნომორსკის პორტიდან თურქეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 375 000 ტონა მარცვლეულისა და სხვა სახის სურსათის ექსპორტი უკრაინის პორტებიდან, ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით უკვე განხორციელდა.


