Accentnews.ge
The Washington Post – ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო ბაზაზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგანან

The Washington Post – ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო ბაზაზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგანან

12/08/2022 06:05:30 მსოფლიო

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო ბაზაზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგანან, – იუწყება The Washington Post უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

გამოცემი ცნობით, ეს თავდასხმა აჩვენებს უკრაინის უნარს დარტყმები ფრონტის ხაზს მიღმაც განახორციელოს.

ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ბაზაზე სულ მცირე ცხრა რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. თუ ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ ეს დანაკარგები იქნება რუსეთის საჰაერო ძალების ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც მათ ერთ დღეში განიცადეს.

"შეტევამ აჩვენა რუსებს, რომ ისინი არსად არიან დაუმარცხებელნი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყირიმში თავს დაცულად ვერ გრძნობენ", განაცხადა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრიი ზაგოროდნიუკმა.

აფეთქება ყირიმში 10 აგვისტოს მოხდა. კრემლი აცხადებს, რომ შემთხვევა საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.

იხილეთ ასევე: აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე: რა პრობლემა აქვს მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S