მედია – ტრამპის სახლის ჩხრეკისას ფედერალური ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ
12/08/2022 05:47:24 მსოფლიო
აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის დროს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ, – იუწყება The Washington Post ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მიაკვლიეს თუ არა აღნიშნულ დოკუმენტებს აგენტებმა ჯერ–ჯერობით უცნობია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ორდერის გასაჯაროებას ერთ კვირაში აპირებს. გააპროტესტებენ თუ არა ტრამპის ადვოკატები ორდერის გასაჯაროების გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე უცნობია.
საქმე ეხება ტრამპის მიერ თეთრი სახლიდან გასვლის შემდეგ დოკუმენტაციის უკანონო გატანას. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერის გაცემა მან დაამტკიცა. თავად ტრამპი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.


